top of page

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი მაწვნით


დაგვჭირდება:
ნახევარი თავი ყვავილოვანი კომბოსტო
1 კბილი ნიორი
200 გ გაყინული მწვანე ბარდა
6 საშუალო ზომის ბოლოკი
3 კიტრი
პატარა კონა მწვანე ხახვი
პატარა კონა ოხრახუში
1 ს.კ. თაფლი
3 ს.კ. ლიმნის წვენი
მარილი
შავი წიწაკა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
200 მლ მაწონი ან ნეიტრალური იოგურტი
კომბოსტო დავანაწევროთ და მოვწალოთ მარილიან წყალში დარბილებმადე. გადავწუროთ, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ბოლოკი, კიტრი, დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხარხუში.
ბარდა მოვათავსოთ რამოდენიმე წუთით მდუღარე წყალში, გადავწუროთ და დავუმატოთ სალათს.
მოვამზადოთ დრესინგი: თაფლი, ზითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, მარილი და წიწაკაკარგად ავურიოთ, დავუმატოთ იოგურტი და მოვასხათ ჩვენ სალათს.
გემრიელად მიირთვით!
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page