top of page

გამომცხვარი პასტა ლიმნით, ნივრით და მაწვნით


დაგვჭირდება:

500 გ რომელიმე წვრილი პასტა

1 ს.კ. კარაქი

1 კბილი ნიორი

1 ლიმნის ცედრა

200 გ მაწონი

მარილი

წიწაკა

100 გ გახეხილი პარმეზანი

პატარა კონა ოხრახუში

პასტა მოვხარშოთ ალ დენტე.

დაჭყლეტილი ნიორი, ლიმნის ცედრა, პარმეზანი და მაწონი კარგად ავურიოთ, დავუმატოთ წიწაკა.

ცეცხლგამძლე ჭურჭლის ძირს მოვუსვათ კარაქი, გადავიტანოთ პასტა, მოვასხათ მაწვნის სოუსი და შვდოთ 15 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

გამომცხვარ პასტას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page