top of page

სოკოს სტეიკ-სუპი გამომცხვარ პურში


ძალიან გემრიელი და ძალიან საინტერესოდ მოწოდებული კერძი. ოდნავ მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ რთული მოსამზადებელი არაა. უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას და შედეგით კმაყოფილები დარჩებით.

დაგვჭრდება:

1 კგ ძალიან თხლად დაჭრილი საქონლის ფილე

500 გ შამპინიონი

2 თავი ხახვი

100 გ რომელიმე მყარი ყველი

მარილი

შავი წიწაკა 5 ს.კ. ფქვილი

2 ს.კ. ზეიშუნის ზეთი

50 გ კარაქი

დანის წვერზე ბეგქონდარა

2 კბილი ნიორი

4 ჭიქა ბულიონი ან მდუღარე წყალი

4 პატარა მრგვალი რუხი პური, რომელსაც უნდა ამოვაცალოთ გული

დაჭრილი ხორცი მოვათავსოთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა,მოვურიოთ. მოვაყაროთ 3 კოვზი ფქვილი და კარგად ავურიოთ. ხორცი შევწვათ ტაფაზე. ტაფას მოვასხათ ოდნავ ზეთი და დავუმატოთ კარაქი. ხორცს დიდხანს არ ვწვავთ, როგორც კი კარამელიზაცია მოხდება, დავუმატოთ ხახვი და გავაგრძელოთ თუშვა. ხახვი რომ გავარდისფრდება, დავუმატოთ ოთხად დაჭრილი სოკო, ბეგქონდარა, გაჭყლეტილი ნიორი და ვთუშოთ კიდე დაახლოებით 6-7 წუთი. პერიოდულად ვურიოთ. დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი და კიდე კარგად ამოვურიოთ.

შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ ბულიონი ან მდუღარე, თან სულ ვურიოთ, კურკუშელები რომ არ გაჩნდეს. ვხარშოთ დაახლოებით 10 წუთი, ბულიონი უნდა გასქელდეს.

გადმოვდგათ ცეცხლიდან, თუ საჭიროა, დავუმატოთ კიდე მარილი და წიწაკა.

მოვამზადოთ პურები. ამოვაჭრათ მათ შუაგული და ამოვიღოთ.

ჩავასხათ სუპი მომზადებულ პურებში,მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1-2 წუთით. ყველი როგორც კი გადნება, შეგვიძლია გამოვიღოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page