top of page

ტოსტები ავოკადოთი და გამოყვანილი ორაგულით სალსას სოუსით

  • Manana
  • 29 окт. 2015 г.
  • 1 мин. чтения

ჯანსაღი, გემრიელი და ნაკლებად კალორიული საუზმე, ან, გნებავთ, ვახშამი.

დაგვჭირდება:

2 ნაჭერი შავი პური მარცვლეულით

4 თხელი ნაჭრი გამოყვანილი ორაგული

ნახევარი მწიფე ავოკადო

ნახევარი კიტრი

მარილი

შავი წიწაკა

1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

პომიდვრის სალსასთვის დაგვჭირდება:

2 პომიდორი

ნახევარი თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

რამოდენიმე ღერი ქინძი

1 ჩ.კ. ლიმნის წვენი

მარილი

ოდნავ წითელი წიწაკა

პური გავხუხოთ ტოსტერში. ავოკადოს ამოვაცალოთ კურკა, გავსრისოთ ჩანგლით და შევაზავოთ მარილით, წიწაკით და ზეითუნის ზეთით.

კიტრი თხლად დავჭრათ.

გადავუსვათ პურს ავოკადოს პიურე, ზევიდან დავალაგოთ ორ-ორი ნაჭერი კიტრი და თევზი.

ცალკე მოვამზადოთ სალსა: პომიდორი, ხახვი, ნიორი, ქინძი- წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ წითელი წიწაკა და მარილი, ბოლოს-ლიმნის წვენი.

გემრიელად მიირთვით!

 
 
 

Comments


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page