ირლანდიური ბეილისის ნამცხვარი
დღეს საღამოს გამოვაცხობთ ძალიან პიკანტურ და არომატულ ნამცხვარს უფროსი ასაკის ტკბილეულის მოყვარულთათვის.
დაგვჭირდება:
5 კვერცხი
1,5 ჭიქა შაქარი
200 გ კარაქი
200 მლ რძე
100 მლ ბეილისი (ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით)
300 გ ფქვილი
სოდა ძმრით
ვანილი
თეთრი მინანქრისთვის:
3 ს.კ. ლიქიორი
200 გ შაქრის პუდრა
დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ რძე, ბეილისი, სოდა ძმრით, ვანილი და ბოლოს ფქვილი.
ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.
გავაგრილოთ და მოვასხათ მინანქარი.
მინანქრის მოსამზადებლად უბრალოდ კარგად უნდა ავურიოთ შაქრის პუდრა და ბეილისი.
გემრიელად მიირთვით!