იტალიური პური ფოკაჩა
იტალიური პური ფოკაჩა, რომლის სამი ძირითადი კომპონენტია ფქვილი, წყალი და ზეითუნის ზეთი. ჩვენ დღევანდელფოკაჩას დავამატებთ პომიდორ ჩერის, ზეთის ხილს და როზმარინს.
დაგვჭრდება:
500 გ ფქვილი
2 ჩ.კ. საფუარი
1 ჩ.კ. შაქარი
220 მლ თბილი წყალი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ. კ. მარილი
1 ჩ.კ. როზმარინი
10 ცალი პომიდორი ჩერი
10 ცალი ზეთის ხილი
წიწაკების მიქსი
საფუარს დავასხთ თბილი წყალი, დავამატოთ შაქარი და გავაჩეროთ 5 წუთით, საფუარი რომ ამოქმედდეს.
ფქვილი ჩავყაროთ დიდ ჯამში, შუაგულში გავაკეთოთ ჩარრმავებ და ჩავასხათ ამ ჩაღრმვებაში ეს ნარევი. დავუმატოთ მარილი, ზეთი და ნელ-ნელა მოვზილოთ რბილი ცომი.
შემდეგ დავაფაროთ ცომს ჩაის ტილო და დავტოვოთ დაახლოებით 1 საათით ტბილ ადგილში ამოსაფუებლად. შემდეგ ერთხელ ჩავზლოთ და გავაჩეროთ კიდე დაახლოებით 30-40 წუთი.
ამის შემდეგ გავაბრტყელოთ ხელით და ჩავდოთ მრგვალ საცხობ ფორმაში. მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ წიწაკების მიქსი, დაჭრილი ზეთის ხილი, პომიდორი ჩერი, როზმარინი და მსხვილი მარილი და დავტოვოთ ასე კიდე ერთი 30 წუთი.
ცომი კიდე ამოფუვდება და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!