top of page

ქათმის ბარკლები სოკოს და ნაღების სოუსში


დაგვჭირდება:

4 ბარკალი, თავის გადანახსენით

500 გ შამპინიონი

1თავი ხახვი

250 მლ ნაღები(33%)

1 ლიმნის ცედრა და წვენი

პატარა კონა ოხრახუში

მარილი

შავი წიწაკა

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გ კარაქი

ბარკლები და გადანახსენი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა. გავახუროთ ტაფა, მოვასხათ 2 ს.კ. ზეთი, დავამატოთ ნახევარი ულუფა კარაქი და შევწვათ ქათმის ხორცი ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.

ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ დანარჩენი კარაქი. შემდეგ დავამატოთ ოთხად გაჭრილი შამპინიონები (თუ პატარებია, შეგიძლიათ არ გაჭრათ) და მოვთუშოთ ერთად.

ნაღებს დავამატოთ ლიმნის ცედრა, წვენი, მარილი და წიწაკა და კარაგდ მოვურიოთ.

მოვათავსოთ ხორცი ცეცხლგამძლე ფორმაში, დავამატოთ ხახვი და სოკო, მოვასხათ ნაღები და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

გამომცხვარ ქათამს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page