top of page

თხილის ნამცხვარი შოკოლადით


უგემრიელესი ხრაშუნა ნიგვზის ორცხობილები მთელი ოჯახისთვის. მართალია, კალოროულია, მაგრამ ზამთარი გვიახლოვდება. ხოლო სიცივეში ცხელი ჩაი და ნამცხვარი -გადარჩენისთვის აუცილებელი პირობაა.

დაგვჭირდება:

150 გ კარაქი

150 გ შაქარი

2 კვერცხის გული

200 გ დაფქული ნიგოზი ან თხილი

200 გ ფქვილი

ვანილი

100 გ შავი შოკოლადი

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გული, შემდეგ დაფქული ნიგოზი ან თხილი, ვანილი.

ჩაის კოვზით ამოვიღოთ ცომი და დავსვათ საცხობ სინზე პატარა მრგვალი ორცხობილები დაახლოებით 5 სმ მანძილზე ერთმანეთისგან. შუაგულში ოდნავ ჩავზნიქოთ თითით.

გამოვაცხოთ ორცხობილები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი. ჩავასხათ ცოტაოდენი შოკოლადი ჩაზნექილ ადგილში, ან მოვასხათ ნამცხვარს ზევიდან.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page