კვერცხი კარტოფილით და ძეხვით
გემრიელი საუზმე მათთვის, ვისაც დილით ნოყიერი კერძები უყვარს.
დაგვჭრდება:
2 კვერცხი
2 სხვადასხვა ფერი ბულგარული
100 გ რომელიმე პიკანტური ძეხვი (იდეალურია -ჩორიზო)
2 კარტოფილი
2 ს.კ. გახეხილი გაუდა
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
მარილი, წიწაკა
ტაფა გავახუროთ, დავსხათ ზეთი, დავამატოთ კარაქი და შევწვათ მომცრო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული, ძეხვი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, რამოდენიმე წუთი ვთუშოთ, მოვურიოთ და ჩავახალოთ კვერცხი. მოვაყაროთ გახეხილი გაუდა და დავაფაროთ თავსახური. 3-4 წუთში ჩვენი კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!