top of page

ფრანგული ლობიოს სალათი


დაგვჭირდება:

1კგ პომიდორი ჩერი

1 კიტრი

1 დიდი კონა სალათების მიქსი

0,5კგ ნედლი მწვანე ლობიო (გაყინული გამოიყენეთ)

800 გ თეთრი ლობიო (შეგიძლიათ დაკონსერვებული გამოიყენოთ)

1 თავი ხახვი

პატარა კონა ოხრახუში

3 კვერცხი

7 ცალი შავი ზეთის ხილი

1 ს.კ. მდოგვი

1 ს.კ. ლიმნის წვენი

მარილი

შავი წიწაკა

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

კიტრი დავჭრათ წვრილად, პომიდორი გავცჭრათ შუაზე. კვერცხი მოვხარშოთ და გავჭრათ შუაზე. მწვანე ლობიო წამოვაუღოთ. თეთრს გადავავლოთ მდუღარე.

სალათის ფოთლები დავანაწევროთ, დავუმატოთ კიტრი, ჩერი, ორივე ლობიო, თხლად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში, მოვაყაროთ ზეთის ხილი, იქვე დავდოთ კვერცხი.

მოვამზადოთ დრესინგი: კარგად ავურიოთ მდოგვი, ლიმნის წვენი და ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ მარილი და წიწაკა და მოვასხათ სალათს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page