top of page

პიცა მარგარიტა


დადგა დრო ნამდვილი იტალიური პიზა მოვამზადოთ და დავიწყოთ ეს ამბავი კლასიკური პიცით "მარგარიტა".

XIXსაუკუნის ბოლოს იტალიის მეფე უმბერტო I და მისი მეუღლე მარგარიტა ეწვიენ ნეოპოლს. მათ საპატივცემულოდ მასპინძლებმა გამოაცხვეს სამფეროვანი პიცა. შიგთავსში გამოყენებული იყო იტალიის დროშის ფერები: წითელი პომიდორი, თეთრი მოცარელა და მწვანე ბაზილიკი. დედოფალ მარგარიტას საპატივცემულოდ პიცას "მარგარიტა" დაარქვეს და ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ იტალიურ კერძად იქცა.

პიცის ცომის მომზადება ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როცა ფოკაჩა გავაკეთეთ.

შევუდგეთ შიგთავსს.

დაგვჭირდება:

2 პომიდორი

140 -150გ მოცარელა

პატარა კონა ბაზილიკი

2-3 ს.კ. ტომატის სოუსი (თქვენი გემოვნებით, ცხარე, ნივრიანი ან უფრო ნეიტრალური)

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 მწიკვი ორეგანო

ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 3 მმ სისქემდე. გადავუსვათ ტომატის სოუსი. სოუსს სულ ბოლომდე, კიდეებამდე ნუ მიიყვანთ. მოვაყაროთ პიცას თხლად დაჭრილი ბაზილიკი და მოცარელა, ზევიდან დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი. მოვაყაროთ ორეგანო და მოვასხათ ზეითუნის ზეთი.

შევდოთ პიცა 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით. პიცა ძალიან მალე გამოცხვება.

გამზადებული მარგარიტა ზევიდან გავაფორმოთ რამოდენიმე ფოთოლი ბაზილიკით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page