გარგარის და ფორთოხლის კარაქი
დაგვჭირდება:
1 ფორთოხლის ცედრა და წვენი
100 გ კურაგა
200 გ კარაქი
წვრილად დავჭრათ კურაგა, დავასხათ ფორთოხლის წვენი და მივიყვანოთ ადურებამდე. გავაგრილოთ. დავუმატოთ ცედრა, 200 გ დარბილებული კარაქი და დავაბლენდეროთ.
გადავახვიოთ კარაქი ფოლგაში და შევინახოთ მაცივარში.