ჰიპოკრატეს პასტა და იმუნიტეტის გამაძლერებელი უებარი საშუალება
შარშან, ზამთარში ვურუსებთან საბრძოლველად და იმუნიტეტის ასამაღლებლად ჩვენ ჯინჯერის მწვანე ჩაის მომზადება ვისწავლეთ. დღეს მოვამზადებთ საოცრად გემრიელ პასტას, რომელიც ასევე დაგეხმარებათ იმუნიტეტის ამაღლებაში და კიდე ბევრ სხვა სარგებელს მოუტანს თქვენ ორგანიზმს.
დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ტკბილეულს ადამიანის ორგანიზმისთვის სარგებელი ნაკლებად მოაქვს. მაგრამ ჩირები და თაფლი ამ კატეგორიაში ნამდვილად ვერ მოხვდება. ამას თუ კიდე ნიგოზს და ლიმონს დავუმატებთ, საოცრად გემრიელ, ტკბილ და, რაც მთავარია, ნატურალურ წამალს მივიღებთ ბევრი არასასიამობნო დაავადების პრევენციისთვის.
დღეს ჩვენ ორ ასეთ "წამალს" შემოგთავაზებთ.
პირველი- საუკეთესო თავდაცვაა გრიპის და ვირუსების საწინააღმდეგოდ, რაც მოახლოვებულ ზამთართან ფრიად აქტუალური ხდება.
დაგვჭირდება:
200 გ ქიშმიში
200გ კურაგა
200 გ ნიგოზი
1 ჭიქა თაფლი
1-2 ლიმონი
ჩირი კარგად გავრეცხოთ, თუ საჭიროა, წინასწარ ჩავალბოთ და მერე გავრეცხოთ. გადავწუროთ, დავუმატოთ ნიგოზი, თაფლი, დაჭრილი კანიანი ლიმონი (მხოლოდ კურკები ამოვაცალოთ) და დავაბლენდეროთ. ეს მიქსი უნდა შევინახოთ მაცივარში.
მივირთვათ დილით, უზმოზე თითო სუფრის კოვზი. ნახევარ საათში შეგიძლიათ ისაუზმოთ.
ჩვენი მეორე ჯადოსნური რეცეპტი ე.წ. "ჰიპოკრატეს პასტა"- გულისსისხლძარღვთა დაავადებბეის საუკეთესო პრევენცია.
ამასთან ერთად, ორივე ეს ნაზავი იმდენად გემრიელია, რომ შეგიძლიათ მიირთვათ დესერტზე.
რაც მთავარია, მკურნალობის კურსი შეზღუდული არაა და თუ გნებავთ, მიირთვით ეს არაჩვეულებრივი საშუალება მთელი ცხოვრების მანძილზე!
დაგვჭირდება:
100 გ კურაგა
100გ შავი ქლიავის ჩირი
100 გ ლეღვის ჩირი
100 გ ნიგოზი
130 გ თაფლი
ვამზადებთ იგივე წესით, ვინახავთ მაცივარში.
დილით, უზმოზე, დავლიოთ ერთი ჭიქა ცივი წყალი და შემდეგ მივირთვათ ერთი სუფრის კოვზი ჩვენი ჯადოსნური მიქსი. მივირთვათ თითო კოვზი სადლის და ვახშმის შემდეგაც.
გულის კუნთის კვების გარდა, ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემაც გამართულად იფუნქციონირებს.
მიირთით ეს გემრიელი პასტა და არ იავადმყოფოთ!