ნამცხვარი რომით
- 11 нояб. 2015 г.
- 1 мин. чтения

დღეს სარამოს გამოვაცხობთ უგემრიელეს რომის ნამცხვარს ძველებური რეცეპტით.
დაგვჭირდება:
250 გ ფქვილი
2 ჩ.კ. საფუარი
130 მლ რძე
მწიკვი მარილი
1 ს.კ. შაქარი
3 კვერცხი
200 გ კარაქი
რომის სიროპისთვის:
250 გ შაქარი
250 გ წყალი
2 ს.კ. რომი
2 წვეთი რომის ესენცია
შემთბარ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ ნახევარი ფქვილი და კარგად მოვზილოთ ცომი. დავტოვოთ 40-60 წუთით თბილ ადგილში ამოსაფუებლათ.
ამის შემდეგ, ავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან ერთად და შევაზილოთ ცომს. ცალკე ავთქვიფოთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად და ესეც შევაზილოთ ცომს. ბოლოს შევაზილოთ დარბილებული კარაქი და დარჩენილი ფქვილი. ცომი ისევ დავტოვოთ ამოსაფუებლად დაახლოებით 40 წუთით.
ამის შემდეგ, გავანაწილოთ ცომი მაფინების ფორმებში, ან მოვათავსოთ ერთ მოზრდილ ფორმაში. ფორმა უნდა ავავსოთ მხოლოდ 1/3. ცომი კიდე ამოფუვდება.
შევდოთ ჩვენი ცამცხვარი გამოსაცხობად 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
მოვამზადოთ შაქრის სიროპი. ამისთვის შაქარი და წყალი წამოვადუღოთ, ვხარშოთ 2-3 წუთი და გადავდგათ ცეცხლიდან. გავაგრილოთ და დავუმატოთ რომი.
გაგრილებული ნამცხვარი რამოდენიმე წუთით ყველა მხრიდან ამოვავლოთ სიროპში. ბისკვიტი კარგად უნდა გაიჟღინთოს ტკბილი წვენით.
გამზადებულ რომის ნამცვხარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა, ან მოვასხათ თეთრი მინანქარი. შეგიძლიათ მოაყაროთ თხილი, ნუში და ა.შ.
გემრიელად მიირთვით!


Комментарии