ღორის ხორცი ანანასით მომჟავო-მოტკბო სოუსში
დღეს ჩინური სამზარეულოს დღე გვაქვს და ძალიან გემრიელ ღრის ხორცს მოვამზადებთ. თუ ღორი თქვენთვის ზედმეტად მძიმეა, შეგიძლიათ ფრინველის ხორცი გამოიყენოთ, მომჟავო-მოტკბო ჩინური გემო ფრინველსაც ძალიან უხდება.
დაგვჭირდება:
1 კგ ხორცი
3-4 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
1 ქილა კონსერვირებული ანანასი
2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. გახეხილი ცოცხალი ჯინჯერი (ჯანჯაფილი)
2 ს.კ. სოიოს სოუსი
2 ს.კ. ტომატ-პასტა
1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
1 ჩ.კ. სახამებელი
2 კვერცხი
2 ს.კ. შაქარი
მარილი
წიწაკა
ზეთი
ხორცი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
მოვაყაროთ ხორცს მარილი და წიწაკა, ამოვავლოთ კვერცხში, შემდეგ ფქვილში და შევწვათ ბლომად ზეთში.
შემწვარი ხორცი გადავდოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ დავწრიტოთ ზედმეტი ზეთისგან.
მოვამზადოთ სოუსი: ანანასის წვენს დავუმატოთ სოიოს სოუსი, ტომატი, ძმარი და ნახევარი ჭიქა წყალი. ავურიოთ კარგად და მივიყვანოთ ადუღებამდე. 1 ჭიქა ცივ წყალში გავხსნათ სახამებელი, შაქარი და დავუმატოთ სოუსს. მოვხარშოთ გასქელებამდე და გამოვრთოთ ქურა.
ცალკე, სქელძირიან ტაფაზე შევწვათ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი, რიგრიგობით დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ჯინჯერი, დაჭრილი ბულგარული და ანანასი. ხოტა მოვთუშოთ და დავუმატოთ ჩვენი ხორცი. რამოდენიმე წუთი ვთუშოთ ერთად და დავუმატოთ სოუსი. შევანელოთ მარილით და ვთუშოთ ერთად 15-20 წუთი.
ამ კერძს ძალიან მოუხდება ბრინჯის გარნირი.
გემრიელად მიირთვით!