ბერ - მანიე (beurre manie)Manana13 нояб. 2015 г.1 мин. чтения ბერ-მანიე (beurre manie)-ფრანგული კლასიკური კარაქის სოუსია, რომელსაც კერძებს გემოსთვის, სისქისთვის და "სიპრიალისთვის" უმატებენ. მარტივი რეცეპრი ბერ-მანიეს მოსამზადებლად ასეთია: 100 გ კარაქს უნდა შევურიოთ 120 გ ფქვილი. კარგად მოვზილოთ, უნდა მივიღოთ ერთგავროვანი ცომი. დავანაწილოთ და გავაკეთოთ პატარა ბურთულები. ეს ბურთულები დავალაგოთ თეფშზე ან დაფაზე და გავყინოთ. გაყინული ბერ-მანიეს ბურთულები შეგვიძლია შევინახოთ კონტეინერში, საყინულეში 3 თვემდე. საჭიროებისამებრ, მარტივად შეგვიძლია გამოვიღოთ ერთი ცალი და გამოვიყენოთ. როგორც კი კარაქის ბურთულა ცხელ კერძში ხვდება, ის ლღვება, ფქვილიც იხსნება, ისე რომ კერძში არ რჩება კურკუშელები.