top of page

პასტა ქათმით, ბეკონით და ისპანახით ნივრიან სოუსში


უნივერსალური, ნოყიერი და ძალიან გემრიელი ვახშმისთვის დღეს ვამხზადებთ იტალიურ პასტას საინტერესო სოუსით.

დაგვჭირდება:

500 გ პასტა (თქვენი სურვილით, ნებისმიერი)

1 მოზრდილი ქათმის ფილე

3 კვერცხის გული

150 მლ ნაღები (33%)

150 გ ბეკონი

2-3 კბილი ნიორი

1 პატარა კონა ისპანახი

4-5 პომიდორი ჩერი

100 გ პარმეზანი

1ს.კ.ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

მარილი

შავი წიწაკა

დანის წვერზე-მუსკატი

პასტა მოხვარშოთ მარილწყალში ალ დენტე. გადავწუროთ, მაგრამ შევინახოთ ნახევარი ჭიქა წყალი, რომლეშიც პასტა მოიხარშა.

სანამ პასტა იხარშება, კვერცხის გულები და ნაღები ავთქვიფოთ.

ღარმა სქელძირიან ტაფაში გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ კარაქი, შემდეგ კუბებად დაჭრილი ქათამი და შევბრაწოთ ყველა მხრიდან დაახლოებით 5 წუთი. ამოვიღოთ ქათამი და იგივე ტაფაზე მოვხალოთ დაჭრილი ბეკონი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ერთხელ ამოვურიოთ და დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი და ორად გაჭრილი პომიდორი. ამის შემდეგ, ტაფაში დავაბრუნოთ ქათამი, დავუმატოთ მარილი და წიწაკა და ვთუშოთ ყველაფერი ერთად 1-2 წუთი.

ბოლოს დავუმატოთ მოხარშული პასტა, დავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე და 1-2 წუთი ვთუშოთ ერთად, თან ამოვურიოთ რამოდენიმეჯერ.

კვერცხის და ნაღების მასას შევურიოთ გადანახული წყალი, მოვასხათ ეს სოუსი პასტას, დავუმატოთ მუსკატი, კარგად მოვურიოთ და 1 წუთში გამოვრთოთ ქურა.

გამზადებულ პასტას მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page