top of page

კალმახი ნუშის და კონიაკის სოუსით


ჩვენი დღევანდელი ვახშამი ყველაზე მომთხოვნი კრიტიკოსების გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. ვამზადებთ ძალიან ნაზ, არომატულ და დახვეწილ კერძს, კალმახს კონიაკის სოუსით.

4 ულუფისთვის დაგვჭრდება:

4 ცალი კალმახი

100 მლ კონიაკი

2 მოზრდილი თავი ხახვი

150 მლ ნაღები (18-20%)

100 გ კარაქი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

შავი წიწაკა

50 გ ნუშის ფარფლები

კალმახი გავასუფთავოთ, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ტაფა გავახუროთ, მოვასხათ 1 ს.კ. ზეთი, შემდეგ დავამატოთ 50 გ კარაქი და შევწვათ მთელ-მთელი კალმახები ორივე მხრიდან. თევზს დიდხანს წვა არ სჭირდება, არ გამოაშროთ. გამზხადებული კალმახი გადავდოთ და დავაფაროთ ფოლგა, რომ არ გაცივდეს.

დათლილი ნუშის ფარფლები ოდნავ მოვხალოთ მ,შრალ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე.

ცალკე გავახუროთ მეორე ტაფა, მოვასხათ 1 ს.კ. ზეთი, დავამატოთ დარჩენილი კარაქი და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როგორც კი გაოქროსფერდება, ჩავასხათ კონიაკი და მოვახდინოთ მისი ფლამბირება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აალება. კონიაკს უნდა წავუკიდოთ ცეცხლი. ფრთხილად იყავით ცეცხლთან, რამე არ დაიზიანოთ. ცეცხლი მალე ჩაქვრება, ალკოჰოლი აალდება და ჩვენი სოუსი არაჩვეულებრივ არომატს შეიძენს.

თუ სტუმრებისთვის ამზადებთ, დაასწარით ისინი ფლამბირებას, სიამოვნებას მიიღებენ!

ამის შემდეგ, ვუმატებთ ჩვენ სოუსს ნაღებს, ვურევთ კარგად და გამოვრთავთ ქურას. მასას ვაბლენდერებთ ისე, რომ მივიღოთ ერთგავროვანი მასა.

თეფშზე დავდოთ ჩვენი კალმახი, მოვასხათ რამოდენიმე კოვზი სოუსი და მოვაყაროთ მოხალული ნუში. მოუხდება ბოსტნეულის, ბრინჯის ან კარტოფილის გარნირი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page