top of page

პატარა ნივრიანი ფუნთუშები


ფანტასტიური aპეტაიზერი ან ნებისმიერი წვნიანი კერძის არაჩვეულებრივი დამატება- ნივრიანი ფუნთუშები.

დაგვჭირდება:

750 გ ფქვილი

1 ჩ.კ. შაქარი

1 ჩ.კ. მარილი

2 ს.კ. საფუარი

1 კვერცხი

2 ჭიქა თბილი რძე (შეგიძლიათ წყალიც გამოიყენოთ)

7-8 კბილი ნიორი

150 გ გახეხილი ყველი (თქვენი გემოვნებით)

40 მლ ზეითუნის ზეთი

ცალკე:

50 გ კარაქი

3-4კბილი ნიორი

0,5 ჩ.კ. მარილი

პატარა კონა ოხრახუში

საფუარი გავხნათ თბილ რზეში, დავუმატოთ შაქარი და დავტოვოთ 10 წუთით, რომ ამუშავდეს.

ფქვილს შევურიოთ მარილი, დავუმატოთ საფუარიანი მასა, ზეთი, კვერცხი და მოვზილოთ ცომი. უნდა გამოგვივიდეს ელასტიური რბილი ცომი.

ნიორი დავჭყლიტოთ, დავუმატოთ გახეხილი ყველი და შევურიოთ ცომში.

ცომი დავდოთ თბილ ადგილში ამოსაფუებლად.

ამის შემდეგ ერთხელ კიდე ჩავზილოთ ცომი და მივცეთ პატარა ფუნთუშების ფორმა. შეგიძიათ პატარა კვანძები გააკეთოთ. დავალაგოთ ეს პატარა ფუნთუშები საცხობ სინზე ერთმანეთისგან მოშორებით. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ კიდე ნახევარი საათით.

ამის შემდეგ, წავუსვათ ზეითუნის ზეთი და შევდოთ ღუმელში, 180 გრადუსზე, დაახლოებით 25-30 წუთით.

ცალკე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და 1-2 წუთი ვთუშოთ. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.

გამომცხვარი ფუნთუშები ოდნავ გავაგრილოთ და გადავუსვათ კარაქის მასა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page