Dacquoise au Chocolat -შოკოლდის ნამცხვარი თხილით
ამ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი ეკუთვნის ცნობილ ფრანგ კონდირეტს, პიერ ერმეს (Pierre Herme), ფრანგი კონდიტერების მეფის, გასტონ ლენოტრის მოწაფეს და უნიჭიერეს ნოვატორს, რმელსაც მთელ მსოფლიოში საკონდიტროების ქსელი აქვს.
დაკუაზ- სამხრეთ-დასავლეთი საფრანგეთისთვის დამახასიათებელი ტრტია, რომელიც ორი-სამი ფენა ნუშის მერენგისგან შედგება, ხანდახან თხილი, ქოქოსი ან სხვა თხილეულიც ემატება.
ფენებს შორის სხვადასხვა არომატიზატორებით გაჯერებული კრემი ესმევა.
ჩვენს დღევანდელ დაკუაზს თხილის მერენგა და შოკოლადის განაში აქვს, რაც ჩემი აზრით კლასიკური შეხამებაა,
მერენგისთვის დაგვჭირდება:
150 გ შაქრის პუდრა
50 გ შაქარი
5 კვერცხის ცილა
135 გ თხილის ფქვილი (მის მოსამზადებლად თხილი უნდა მოვხალოთ, გავფცქვნათ და დავფქვათ)
50 გ თხილი
შოკოლადის განაშისთვის:
240 გ შავი შოკოლადი
165 მლ რძე
225 გ დარბილებული კარაქი
დაფქული თხილი, შაქარი და შაქრის პუდრა ავურიოთ. მაგრად ავთქვიფოთ ცილები, ნელ-ნელა დავუმატოთ შაქრის მასა და ავთქვიფოთ მყარ მდგომარეობამდე.
გავაკეთოთ ორი 24 სმ დიამეტრის ფენა, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და დაჭრილი თხილი და გამოვაცხოთ170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
მოვამზადოთ განაში: რძე ავადუღოთ, დავასხათ დამტვრეულ შოკოლადს, 2-3 წუთში კარგად ავურიოთ. გავაგრილოთ და დავუმატოთ დაჭრილი დარბილებული კარაქი. კარგად მოვურიოთ და შევდოთ ნახევარი საათით მაცივარში.
მერენგის ერთ ფენას გადავუსვათ შოკოლადის განაში, შემდეგ დავაფაროთ მეორე ფენა, ზევიდან დავსვათ შოკოლადის განაშის სოკოები და შევდოთ მინიმუმ 2 საათით მაცივარში.
მირთმევის წინ 20 წუთით ადრე გამოვიღოთ ნამცხვარი მაცივრიდან. მოვაყაროთ პუდრა.
Bon Appétit