Flan parisien - პარიზული ფლანი
- Manana
- 20 нояб. 2015 г.
- 1 мин. чтения

პარიზული ფლანი, ფრანგული საკონდიტროების, ბულანჟერიების(boulangèries) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია. ამ ნამცხვარს კიდე ფლან-პატისიერ უწოდებენ ხოლმე (Flan pâtissier), რადგან მისი შიგთავსი- უნაზესი კრემი-პატისიერ არის.
საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, ჰოდა ჩვენც ვცადოთ.
დაგვჭირდება:
200-250 გ მზა ფენოვანი ცომი
1 ლ რძე
250 მლ ნაღები (33%)
5 კვერცხის გული
250 გ შაქარი
50 გ ფქვილი
50 გ სახამებელი
ვანილი
2 ს.კ. რომი ან ალუბლის ბრენდი
კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და დავიწყოთ დანარჩენი ინგრედიენტების დამატება, თან სულ ვურიოთ. ჯერ დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი, შემდეგ რძე, ბოლოს ნაღები. კრემი მივიყვანოთ ადუღებამდე, ავთქვიფოთ ისე, რომ ერთგვაროვანი კონსისტენცია მივიღოთ და გამოვრთოთ ცეცხლი. დავუმატოთ ვანილი და რომი.
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში. ამოვიყვანოთ გვერდებზეც. დავჩხვლიტოთ ცომი ჩანგლით, თანაბრად რომ გამოცხვეს და ჩავასხათ კრემი. გადავასწოროთ ზედაპირი და შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.
გამოცხობის დროს, ფლანის ზედაპირი უნდა გახდეს ოქროსფერი, მაგრამ არ ყურადღებით იყავით, რომ არ მიგეწვათ.
გამზადებული დესერტი შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით, შემდეგ კი გამოვიღოთ და დავჭრათ.
Bon appétit!