top of page

ბუიაბესი- ფრანგული ზღვის პროდუქტების წვნიანი


ბუიაბესი(Bouillabaisse)- ცნობილი ფრანგული თევზის სუპი, რომელსაც პროვანსში, მარსელში ამზადებდენ. მეზღვაურები ამზადებდენ მსგავს კერძს დღის ბოლოს იმ თევზეულისგან, რომელიც არ გაეყიდებოდათ. შემდგომში რეცეპტურა დაიხვეწა, თუმცა მკაცრი კანონები არც აქ არსებობს და ყველა რესტორანი საკუთარ, ორიგინალურ ბუიაბესის შემოგთავაზებთ.

ერთ-ერთ ვარიანტს გთავაზობთ ჩვენც. შეგიძლიათ თევზის სახეობა შეცვალოთ, ან სხვა ზღვის პროდუქტი საერთოდ ამოიღოთ რეცეპტიდან და მხოლოდ თევზისგან მოამზადოთ, თქვენი გემოვნებით. მთავარია პრინციპს მიხვდეთ.

დაგვჭირდება:

500 მლ თეთრი მშრალი ღვინო

1 ლ ქათმის ბულიონი

800 გ ორაგული

200 გ მიდიები

6 ცალი კიბორჩხალა

300 გ კრევეტები

5 ცალი შამპინიონი

1 სტაფილო

1 წეღი პრასი

1 თავი ხახვი

1 ლიმონი

პატარა კონა ოხრახუში ან კამა

4-5 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა

მარილი, შავი წიწაკა

დანის წვერზე- შაფრანი

ქათმის ბულიონი გავხსნათ 1 ლ წყალში და დავუმატოთ ღვინო, ბუკე გარნი, წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი, შამპინიონი, პრასი და სურნელოვანი წიწაკა. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.

ამის შემდეგ, დავუმატოთ თევზი, ვადუღოთ 10 წუთი და დავუმატოთ კრევეტები, კიბორჩხალები, მიდიები. აქვე დავუმატოთ შაფრანი, ლიმნის წვენი,შევაზავოთ მარილით და ვადუღოთ 2-3 წუთი. შემდეგ გადავდგათ ქვაბი ცეცხლიდან და ამოვიღოთ თევზი და სხვა ზღვის პროდუქტი ცალკე თეფშზე. ბულიონი კი გადავწუროთ ტხელ საცერში.

ბულიონი ჩავასხათ ცალკე ფიალაში, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში ან კამა. თევზეული ბულიონთან ერთად, ცალკე თეფძე უნდა მოვათავსოთ.

ან შეგვიძლია თევზეული ჩავდოთ გადაწურულ ბულიონში მირთმევის წინ.

ასევე, ბუიაბესის აუცილებელი კომპონენტია გამომცხვარი ნივრიანი და ყველიანი ბაგეტები ან ნივრის სოუსი რუი გახუხულ ორცხობილებთან ერთად.

Bon Appétit !

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page