top of page

კიშ-ლორენი ლორით, ყველით და კარამელიზებული ხახვით

კიში (quiche) - ფრანგული სამზარეულოს კიდე ერთი ცნობილი კერძი. კიშ ლორენი- ლოტარინგიული ღვეზელია, რომლის ძირითადი ინგრედიენტები- კვერცხი, რძე, ყველი და შებოლილი ლორია.

ჩვენ დღევანდელ ღვეზელს კარამელიზებული ხახვით გავაგემრიელებთ. დაგვჭირდება:

250გ ლორი ან ბეკონი

3 კვერცხი

200 მლ ნაღები (22%)

200 გ გახეხილი ყველი გრუიერი

2 თავი ხახვი

2 ს.კ. კარაქი

მარილი

შავი წიწაკა

მუსკატი-დანის წვერზე

ცომისთვის:

250 გ ფქვილი

0,5 ჩ.კ. მარილი

80 გ ცივი კარაქი

2 ს.კ. ზეთი

1 კვერცხი

2 ს.კ. ცივი წყალი

ფქვილი, კარაქი, კვერცხი, მარილი- ავკეპოთ ერთად, დავუმატოთ ზეთი და წყალი და მოვზილოთ ცომი. დავაგორგოლოთ და შევდოთ მაცივარში 1-2 საათით.

ბეკონი შევწვათ კარაქში და გადავდოთ ქაღალდის ხელსახოვე, ზედმეტი ცხიმი რომ გაუვიდეს.

შევწვათ კარაქში რგოლებად დაჭრილი ხახვი.

კვერცხი ავთქვიფოთ ნაღებთან, მარილთან, წიწაკასთან და მუსკატთან ერთად. დავუმატოთ გახეხილი ყველი.

ცომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ტარტის ფორმაში. ამოვიყვანოთ გვერდებზეც.

15 წუთი ვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

შემდეგ გავაგრილოთ, დავადოთ ზევიდან ბეკონი, ხახვი, მოვასხათ კვერცხის მასა და გამოვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი, სანამ ზედაპირი არ გაოქროსფერდება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page