top of page
Поиск

ფრანგული ნივრის სოუსი რუი

  • Manana
  • 20 нояб. 2015 г.
  • 1 мин. чтения

რუი (Rouille) -პროვანსული სქელი ნივრის სოუსია, რომლიც თევზის კერძების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სახლეწოდება ითარგმნება, როგორც ჟანგი, რადგან ტრადიციული რეცეპტით მომზადებული სოუსი მუქი მოწითალო-მოყავისფროა და ჟანგს წააგავს.

დაგვჭირდება:

4 კვერცხის გული

5-6 კბილი ნიორი

1/2 ჩ.კ. შაფრანი

500 მლ ზეითუნის ზეთი

1/2 ჩ.კ. მარილი

ცხარე წიწაკა-გემოვნებით

1 ჩ.კ. ტომატ-პასტა

ძვეებური რეცეპტის თანახმად, ნიორი მარილთან, წიწაკასთან, შაფრანთან ერთად ქვიჯაში უნდა დავნაყოთ და შემდეგ კვერცხის გულს შევურიოთ. სიმარტივისთვის, შეგვიძლია დააბლებდეროთ ყველაფერი ერთად.

შემდეგ ავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ ზეითუნის ზეთი. სოუსი გასქელდება. გასინჯეთ, შეანელეთ თქვენი გემოვნებით მარილით და წიწაკით და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1-2 საათით.

სოუსი მიირთვით გახუხულ პურთან ერთად.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page