top of page

შუკრუტი- მჟავე კომბოსტო ელზასურად


შუკრუტი(choucroute)- ცნობილი ელზასური კერძია, რომელის გამოც გერმანელები და ფრანგები დღემდე კამათობენ.

შუკრუტ გარნი(choucroute garnie) -ფრანგები უწოდებენ იმ გემრიელობებს, რომლებიც მჟავე კომბოსტოსთან კომბინაციაში უხვადაა ამ კერძში.

კერძის ერთი კონკრეტული რეცეპტი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ამიტომ თქვენც თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ მოახდინოთ ძეცვეულის და ორცის კომბინირება მჟავე კომბოსტოსთან ერთად. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს უგემრიელესი კერძი ძალიან ნოყიერი და კალორიულიცაა. ამიტომ მას ზამთრის ან შემოდგომის ცივ დღეებში მიირთმევენ. ურიგო არ იქნება რისლინგს ან რომელიმე სხვა მშრალ თეთრ ღვინოსაც თუ მიაყოლებთ.

ჩვენ დღეს შუკრუტის მოსამზადებლად ძველებური რეცეპტი გამოვიყენოთ.

დაგვჭირდება:

1 კგ მჟავე კომბოსტო, შუკრუტი

2 სტაფილი

2 დიდი თავი ხახვი

10-15 ცალი სურნელოვანი წიწაკის მუხუდო

ნახევარი ჩ.კ. ბეგქონდარა

ნახევარი ჩ.კ. ძირა

4 კბილი ნიორი

3-4 დაფნის ფოთოლი

12 ცალი ღვიას ნაყოფი (აფთიაქში შეიძინეთ)

10-12 ბუტონი მიხაკი

1 შებოლილი ღორის ბარკალი

2 ნაჭერი ბეკონი

2 მსხვილი ნაჭერი ლორი

4 ცალი შებოლილი სოსისი

600 გ შებოლილი ღორის ნეკნები

4 ცალი ვენური სოსისი

2 ცალი სარდელი

300 მლ რისლინგი (ან სხვა მშრალი თეთრი ღვინო)

2 ს.კ. ზეთი

1 კომში

1 ვაშლი (უკეთესია მომჟავო იყოს)

5-6 საშუალო ზომის კარტოფილი

თხლად დაჭრილ მჟავე კომბოსტოს გავავლოთ ცივი წყალი. ხახვი დავჭრათ რგოლებად და მოვხალოთ ცოტაოდენ ზეთში, დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი სტაფილო და ისიც მოვხალოთ.

ღორის ბარკალი და ნეკნები მოვხარშოთ დაახლოებით 1 საათი, თითქმის მზადყოფნამდე. ხარშვის დროს წყალში ჩავდოთ 1 დაფნის ფოთოი, 5 ცალი სურნელოვანი მუუდო, 3 ბუტონი მიხაკი, 2 კბილი ნიორი. შძემდეგ გადავწუროთ. ბულიონი არ გადვჭირდება.

ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩავდოთ ბეკონი, ნახევარი ულუფა კომბოსტო, სტაფილო და ხახვი, მოვაყაროთ სურნელოვანი მუხუდო. ზევიდან დავდოთ ბუკე გარნი (მარლაში ჩვდოთ დარჩენილი სუნელები), დავადოთ ღორის ხორცი, ნეკნები მოვაყაროთ დარჩენილი შუკრუტი, დავასხათ ღვინო, დავახუროთ თვასახური ან ფოლგა და ვთუშოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 საათი.

ამის შემდეგ, გამოვიღოთ ღუმელიდან და დავამატოთ სოსისი, ლორი, სარდელი, 6 ნაჭრად გაჭრილი ვაშლი და კომში, შევდოთ ისევ ღუმელში და ვთუშოთ კიდე 20-25 წუთი თავდახურული, ბოლოს კი 10-15 წუთი თავსახურის გარეშე.

ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი მარილწყალში.

გადმოვიღოთ მოზრდილ თეფშზე კომბოსტო ხორცეულობასთან ერთად, იქვე მივულაგოთ კომში, ვაშლი და მოხარშული კარტოფილი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ურიგო არ იქნება თეთრი მშრალი ღვინოც.

Bon Appétit

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page