top of page

მადლენ- ყველაზე ფრანგული ორცხობილა


მადლენი (Madeleine) — პატარა ფრანფული ბისკვიტები, ორცხობილები, რომელებიც საოცრად პოპულარულია საფრანგეთშიც და მთელ ევროპაში. მადლენის საყოველთაო აღიარებაში და ცნობადობაში უზარმაზარია გამოჩენილი ფრანგი მწერლის, მარსელ პრუსტის როლი.

მსოფლიო ლიტერატურის ერთ -ერთ ყველაზე ცნობილ სცენაში, რომანის მთავარი გმირი ორცხობილა მადლენს ჩაის მიატანს და ეს გემო მასში ბავშვობის მოგონებებს აღძრავს.

ვცადოთ ჩვენც და გამოვაცხოთ ორცხობილა -მადლენი, რომელსაც პრუსტმა თავისი არაჩვეულებრივი რომანის "დაკარგული დროის ძიებაში" საკმაოდ დიდი დრო დაუთმო.

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

2/3 ჭიქა შაქარი

ვანილი

1 ლიმნის ცედრა

1 ჭიქა ფქვილი

0,5 ჩ.კ. სოდა ძმრით

10 ს.კ. დამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, კარგად გავთქვიფოთ და დავუმატოთ კარაქი, ვანილი, ლიმნის ცედრა, მარილი და კიდევ კარგად ავთქვიფოთ.

შევდოთ ცომი მაცივარში ერთი 15-20 წუთით, შემდეგ კი გავანაწილოთ კარაქიან ფორმებში (კლასიკური მადლენი ნიჟარისებრ ფორმებში ცხვება).

შევდოთ ჩვენი ორცხბილა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.

გამომცხვარ მადლენს მოავაყაროთ შაქრის პუდრა

Bon Appétit !

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page