ტაპენად- ფრანგული აპეტაიზერი
ტაპენად (la tapenade)- პროვანსული სამზარეულოს კერძი, განსაკუთრებით პოპულარულია ნიცაში. ეს არის დაქუცმაცებული ზეთის ხილის, ანჩოუსის და კაპერსის პასტა, რომელსაც მირთმევენ პურთან ან სოუსის სახით. ასევე ხშირად იყენებენ ხორცის საკმაზად.
დაგვჭირდება:
500 გ შავი ზეთის ხილი
2-3 კბილი ნიორი
70 გ ანჩოუსი
100 გ კაპერსი
100 მლ ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
გადავწუროთ ზეთის ხილი და კაპერსი, დავჭყლიტოთ ნიორი. ზეთის ხილს ამოვაცალოთ კურკები. ყველა ინგრედიენტი ერთად დავაბლენდეროთ. ამის შემდეგ, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, თან ვურით, რომ მასამ კრემის კონსისტენცია მიიღოს. დავამატოთ წიწაკა, ოდნავ მარილი.
შევინახოთ ტაპენადი მაცივარში.
Bon Appétit!