top of page

გატო დე კრეპს


ეს ულამაზესი კრეპის ტორტი (Gâteau de Crêpes) უმარტივესი მოსამზადებელია. მით უმეტეს, ნუტელას თუ გამოიყენებთ.

დაგვჭირდება:

1 ლ რძე

5-6 კვერცხი

დაახლოებით 250 გ ფქვილი

ზეთი

კარაქი

ნუტელა ან სხვა კრემი

შაქრის პუდრა

ერთი მუჭა ჟოლო

ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ 15-20 კრეპი, შემდეგ გადავუსვათ მათ ვანილის, ნაღების ან ნებისმიერი სხვა კრემი, თქვენი გემოვნებით. შეგიძიათ ნუტელაც წაუსვათ, ბავშვებს ეს ძალიან მოეწონებათ. დავალაგოთ კრეპები ერთმანეთზე.

5 ცალი კრეპი გადავდოთ მოსართავად. დავჭრათ ეს კრეპები 4-5 სმ სისქის ლენტებად, გადავუსვათ კრემი და დავახვიოთ. დავალაგოთ ზედა ფენაზე ერთმანეთთან მჭდროდ, მოვრთოთ ჟოლოთი ან სხვა ხილით და მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ულამაზესი და უგემრიელესე კრეპების ტორტი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page