top of page

პოტ-ო-ფე


პოტ ო ფე ( Pot-au-feu) "ქოთანი ცეცხლზე"— ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ცხელი კერძი, ფრანგული სამზარეულოს სული, როგოც მას ეძახიან. ფაქტობრივად, ერთ კერძში ორია გაერთიანებული- ხორცის ბულიონი და ხორცი ბოსტნეულით და სანელებლებით.

პოტ ო ფე, ისევე, როგორც შუკრუტი, ზამთრის კერძია და სინამდვილეში ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

დაგვჭირდება

1-1,5 კგ საქონლის ხორცი (საუკეთესო არჩევანია-არტალა+ ცოტა რბილი ფილე)

2 თავი ხახვი

2 სტაფილო

1 თეთრი ჭარხალი

500 გ კომბოსტო

8-10ცალი ბრუსელის კომბოსტო

1 ღერი მოზრდილი პრასი

2-3 კარტოფილი

ნიახურის ძირები, ან პატარა კონა

ბუკე გარნი

5-7 ბუტონი მიხაკი

პატარა კონა ოხრახუში

მარილი, შავი წიწაკა

2 ს.კ. კარაქი

ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, დავასხათ ცივი წყალი, წამოვადუღოთ, გადავწუროთ, კიდე კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და ისევ წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცლხს მინიმუმამდე და დავუმატოთ ბუკე გარნი, 1 ხახვი, რომელშიც ჩავარჭობთ მიხაკს, დავუმატოთ მარილი და ვახრშოთ დაახლოებით 1-1,5 საათი.

მეორე ხახვი დავჭრათ თხლად და მოვთუშოთ კარაქში, ისე, რომ გაოქროსფერდეს და დავუმატოთ ბულიონს. ეს მას განსაკუთრებულ ფერს და არომატშ შესძენს.

ამის შემდეგ, დავუმატოთ ოთხად გაჭრილი კომბოსტო, მთელ მთელი სტაფილო, ჭარხალი (თუ მოზრდილია, ორად გავჭრათ), ნიახური, 15 წუთში დავუმატოთ მთელ-მთელი კარტოფილი, პრასი (მხოლოდ თეთრი ნაწილი) და ბრუსელის კომბოსტო. ვხარშოთ კიდე დაახლოებით ნახევარი საათი მინიმალურ ცეცხლზე

ხორცი და ბოსტნეული რომ მოიხარშება, ცალკე გადავწუროთ ბულიონი, ცალკე მოზრდილ თეფშზე ამოვალაგოთ ხორცი, ირგვლივ შემოვულაგოთ ბოსტნეული. მოვაყაროთ ხორცს და ბოსტნეულს წვრილად დაჭრილი ცოცხალი ოხრახუში, მარილი და შავი წიწაკა, თუ სჭირდება. ბულიონი ჩავასხათ ფიალებში და მივირთვათ ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად.

ასევე, კერძს ძალიან მოუხდება მდოგვის სოუსი. აუცილებელი ატრიბუტი, როგორც ყველა ფრანგულ ბულიონებთან, რა თქმა უნდა, კრუტონები, ნივრიანი ფუნთუშები ან გახუხული ნივრიანი და ყველიანი ბაგეტი გახლავთ.

Bon Appétit

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page