top of page

ვანილის პანა კოტა ჟოლოს ჟელეთი


ჯერ კიდე იშოვება ჟოლო, ჰოდა ჩვენც ვისარგებლოთ ამით და უგემრიელესი დესერტი მოვამზადოთ. თუმცა, თუ ჟოლოს გაყინავთ, ამ დესერტს წელიწადის ნებისმიერ დროს მოზამზადებთ, რადგან გაყინული ხილისგანაც მზადდება. აგრამ ციცხლა ჟოლოს, რა თქმა უნდა, სულ სხვა არომატი აქვს.

დაგვჭირდება:

250 გ ჟოლო

150 გ შაქარი

300 მლ ნაღები (33%)

200 მლ რძე

ვანილი

3 ჩ.კ. ჟელატინი

პატარა ჯამში ჩავასხათ 50 მლ წყალი, დავუმატოთ 1 ჩ.კ. ჟელატინი და კარგად მოვურიოთ. გადავდოთ ერთი 20 წუთით, შემდეგ მივიყვანოთ ადუღებამდე და გადავწუროთ საცერში.

ჟოლო დავაბლენდეროთ 50 გ შაქართან ერთად (არმოდენიმე შევინახოთ მოსართავად),

გავატაროთ ეს მასა საცერში და დავუმატოთ ჟელატინს. კარგად მოვურიოთ, გავანაწილოთ მაღალ ჭიქებში და შევდოთ მაცივარში დაახლოებით 2 საათით.

ამასობაში, ნაღები და რძე შევათბოთ ცეცხლზე, დავუმატოთ დარჩენილი შაქარი და ჟელატინი და ვურიოთ, სანამ ჟელატინი არ გადნება. არ უნდა ავადუღოთ. დავუმატოთ ვანილი, გადავწუროთ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

შემდეგ გავანაწილოთ ეს მასა ჟელეზე, ჩვენ ჭიქაბში და ისევ შევდოთ მაცივარში, სრულ მზადყოფნამე (დაახლოებით 3- 4 საათით) და მოვრთოთ ზევიდან გადანახული ჟოლოებით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page