გამომცხვარი კარტოფილის მაჭკატები ყველით და მწვანე ხახვით
დაგვჭირდება:
500 გ მოხარშული გაგრილებული კარტოფილი
1 კბილი ნიორი
1 კვერცხი
50 მლ რძე
0,5 ჭიქა ფქვილი
დანის წვერზე სიდა
100 გ ყველი (ფეტა, ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით)
2 ღერი მწვანე ხახვი
1 პატარა კონა ოხრახუში
მარილი, წიწაკა
2 ს.კ. ზეთი
20 გ კარაქი
კარტოფილი გავხეხოთ ან დავჭყლიტოთ, მწვანილი წვრილად დაჭრათ. ნიორი დავჭყლიტოთ.
ფქვილს ფავუმატოთ მარილი,სოდა, შემდეგ ჩავახალოთ კვერცხი, დავუმატოთ რძე და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ ცოტა წიწაკა, მწვანილი, გახეხილი ყველი, ნიორი. დავუმატოთ კარტოფილი და კარგად მოვურით.
ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და სუფრის კოვზით დავსხვათ პატარა მაჭკატები. ერთმანეთტან ძალიან აცლოს ნუ დაალაგებთ, ზომაში მოიმატებენ.
შევწვათ დაახლოებით 2-3 წუთი ორივე მხრიდან.
გამომცხვარ მაჭკატებს ძალიან მოუხდება არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!