ბეკონში გამომცხვარი ქათმის ფილე
საკმაოდ მარტივი, და ამავე დროს, განსხვავებული კერძი, რომელიც განსაკუთრებით ბავშებს მოსწონთ.
დაგვჭირდება:
500 გ ქათმის ფილე
100-150 გ ბეკონი
100 გ გახეხილი მყარი ყველი (პარმეზანი, გრანა პადანო, შებოლილი სულგუნი...)
2 ჩ.კ.ჟონის მდოგვი
2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
2 კვერცხი
მარილი
შავი წიწაკა
მოვამზადოთ მარინადი: ზეითუნის ზეთი, კვერცხი, მდოგვი, მარილი და წიწაკა კარგად ავურიოთ ერთად.
ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, ცოტა დავბეგვოთ და ჩავდოთ ჩვენ მარინადში. გავაჩეროთ ასე 20-30 წუთი.
მოვაყაროთ თითოეულ ნაჭერს გახეხილი ყველი და შევახვიოთ რულეტივით. შემდეგ ეს რულეტები გავახვიოთ ბეკონის ფირფიტებში.
მოვათავსოთ ჩვენი რულეტები საცხობ ფორმაზე და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
შებრაწული რულეტებს შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ქათმის რულეტებს მოუხდება ნებისმიერი გარნირი (ბრინჯი, კარტოფილი, ბოსტნეული), ასევე, სხვადასხვა სოუსები.