top of page

მსხლის ჯემი

სანამ მსხლის სეზონი არ დამთავრებულა, მოვამზადოთ მსხლის ჯემი. ჯემს დაუვიწყარი გემოვნური თვისებები, არომატი და ნაზი სტრუქტურა აქვს. შებრაწულ ტოსტთან ერთად, ის შესანიშნავია დილის ყავასთან. და, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია ნამცხვრებში.

რაც მთავარია, ძალიან მარტივად მზადდება.

დაგვჭირდება:

2 კგ მწიფე მსხალი

1,200 კგ შაქარი

1 ლ წყალი

1 ლიმონის წვენი

ვანილი

დანის წვერზე დაფქული მიხაკი

მოვხარშთ სიროპი შაქრისგან ა წყლისგან.

მსხალი გავრეცხოთ, თხლად გავთალოთ და დავჭრათ. მოვასხათ ლიმონის წვენი, ჩავყაროთ სიროპში და წამოვადუღოთ. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ, სანამ მსხალი კარგად არ დარბილდება.

დარბილებული მსხალი დავსრისოთ ან დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით, დავუმატოთ, ვანილი, მიხაკი, კიდე წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ ჩავახსათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page