top of page
Поиск

მოჰიტო-ტარტი

  • Manana
  • 3 дек. 2015 г.
  • 1 мин. чтения

ამას წინად, ჩვენ შემოგთავაზეთ ჩიზქეიქ-მოჰიტოს რეცეპტი და მან ბევრი თქვენთაგანის მოწონება დაიმსახურა. დღეს ვამზადებთ უფრო მსუბუქ, ასევე საოცრად გემრიელ ნამცხვარს კვლავ ჩემი საყვარელი კოკტეილის მოტივებზე- ლაიმის და პიტნის ტარტს-მოჰიტო.

დაგვჭრდება:

175 გ ფქვილი

75 გ კარაქი

მწიკვი მარილი

50 გ შაქარი

1 კვერცხის გული

1-2 ს.კ. ცივი წყალი

შიგთავსისთვის დაგვჭირდება:

პატარა კონა პიტნა

150 გ შაქარი

2 ლაიმი

2 ლიმონი

150 მლ ნაღები (33%)

2 დიდი კვერცხი+ 1 ცილა (მოგვრჩება ცომის მომზადების შემდეგ)

ფქვილი გავცრათ ჯამში , დავუმატოთ დარბილებული კარაქი, კარგად მოვურიოთ ხელით. დავუმატოთ შაქარი, შემდეგ კვერცხის გული, წყალი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს პრიალა და მკვრივი.

ავაგუნავოთ ცომი, გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ 1 საათით მაცივარში.

შემდეგ გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ ტარტის ფორმაში, დავჩხვლიტოთ ჩანგლით, რომ არ ამოვიდეს უთანაბროდ და ისევ შევდოთ მაციავრში 30 წუთით.

შემდეგ შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 -20 წუთით.

ამასობაში,პიტნა გავრეცხოთ, დავაცალოთ ნაზი ფოთლები და მოვაყაროთ შაქარი. დავუმატოთ ერთი ლაიმის ცედრა და ავაბლენდეროთ. შემდეგ ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ შაქრის მასა, დანარჩენი ლიმნის და ლაიმის წვენი. კარგად ავთქვიოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში და დავუმატოთ ნაღები. კარგად მოვურიოთ.

მოვასხათ ეს შიგთავსი ჩვენ ტარტს და შევდოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთით.

გამომცხვარი ტარტი გავაგრილოთ და შევდოთ 2 საათით მაცივარში. მირთმევის წინ, მოვრთოთ ათქვეფილინაღებით, ლაიმის ცედრით და პიტნით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page