top of page

შემწვარი კარტოფილი ნივრით და პარმეზანით


უგემრიელესი და ყველასათვის საყვარელი გარნირი, რომელიც დამოუკიდებელ კერძადაც ძალიან გემრიელია.

დაგვჭრება:

500 გ კარტოფილი

1 ნაჭერი გამომშრალი პური

2 კბილი ნიორი

1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხახუში

2 ს.კ. გახეხილ პარმეზანი

დანის წვერზე პაპრიკა

მარილი

1-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსამდე. კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, გავთალოთ, გავჭრათ ოთხად. დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი და მოვწალოთ დაახლოებით 10-15 წუთი. კარტოფილი ნახევრად მოხარშლი უნა იყოს, არ ჩახარშოთ.

შემდეგ გადავწუროთ, მოვასხათ ზეითუნის ზეთი.

გამომშრალი პური, ნიორი დავაბლენდეროთ, შემდეგ შევურიოთ წვრილა დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი პარმეზანი და პაპრიკა და კარგადმოვურიოთ. მოვაყაროთ ეს მასა კარეტოფილს, ერთხელ ამოვურიოთ, გავანაწილოთ კარტოფილი საცხობ ფორმაზე და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით, მზადყოფნამდე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page