გამომცხვარი გოგრა სუნელებით და შტოშით
დღეს შემოგთავაზებთ გოგრის გამოცხობის ძალიან საინტერესო და გემრილ ვარიანტს.
დაგვჭრდება:
1 საშუალო ან 2 პატარა გოგრა
2 ს.კ. ნიგვზის ზეთი (როგორც წესი, დიდ სუპერმარკეტებში იყიდება. თუ ვერ იშოვით, ზეითუნის ან სიმინდის ზეთით შეცვალეთ)
2 ჩ.კ. კარაქი
ნახევარი ლიმნის წვენი
3 ს.კ. შტოში (Cranberry)
ოდნავ ცოცხალი ან ხმელი ბეგქონარა
1 ჩ.კ. შაქარი
მარილი
შავი წიწაკა
2 ს.კ. გარჩეული გოგრის თესლი
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე.
გოგრა გავასუტავოთ გულისგან და დავჭრათ პორციულ ნაჭრებად.
მოვაყაროთ გოგრას მარილი და წიწაკა, ბეგქონდარა,მოვასხათ 1 ს.კ. ზეთი და გამოვაცხოთ.
1 ს.კ. ზეთი გავახუროთ ტაფაზე, მოვბრაწოთ ზეთში გოგრის თესლი. მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიწაკა.
ცალკე გავახუროთ ტაფაზე კარაქი, დავყაროთ შტოში და ოდნავ მოვბრაწოთ. დავუმატოთ შაქარი, 1 წუთში გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ ლიმნის წვენი და მოვურიოთ.
მოვასხათ ეს მასა ჩვენ გოგრას და მოვაყაროთ გორის თესლი
გემრიელად მირთვით!