top of page

გამომცხვარი ღორის კანჭი ფორთოხლით


მოვიდა პარასკევი და შაბათ-კვირისთვის საინტერესო და ძალიან გემრიელ კერძს გთავაზობთ. შობაც გვიახლოვდება, ჩვენი დღევანდელი კერძ კი საშობაო სუფრასაც დაამშვენებს. ასე რომ, ისარგებლეთ ჩვენი მითითებებით, მით უმეტეს, მეგობრებს და ახლობლებს თუ ელოდებით სტუმრად. რეზულტატით ნამდვილად კმაყოფილები დარჩებით!

დაგვჭირდება:

1,5-2 კგ ღორის კანჭი

5 კბილი ნიორი

4 ფორთოხალი

1 ლიმონი

2 ს.კ. თაფლი

1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი

მარილი

შავი წიწაკა

2 კბილი ნიორი დავჭრათ, დავუმატოთ 2 ფორთოხლის ცედრა და წვენი, ასევე ლიმნის წვენი და ჩავდოთ ამ მარინადში ხორცი. გავაჩეროთ დაახლოებით 3-4 საათი. ერთი-ორჯერ ამოვაბრუნოთ, ყველგან რომ გაიჟღინთოს.

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსამდე.

დანარჩენი ნიორი დავჭყლიტოთ, დავუმატოთ პროვანსული სუნელების ნაკრები, თაფლი და მდოგვი. კარგად მოვურიოთ.

ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და კარგად წავუსვათ თაფლიანი მასა.

ჩავდოთ ხორცი საცხობ ფორმაში და შევდოთ ღუმელში. დაახლოებით 25-30 წუთში, როცა ხორცი მოიბრაწება, დავუწიოთ ცეცხლს 160 გრადუსამდე და გავაგრძელოთ ხორცის გამოცხობა კიდე დაახლოებით 2-2,5 საათი. პერიოდულად ხორცს, რომ არ გამოგვიშრეს, უნდა მოვასხათ სითხე, რომელსაც გამოყოფს.

ხორცი თითქსმის რომ მომზადდება, დავალაგოთ მას ფორთოხლის ნაჭრები და გავჩეროთ ღუმელში კიდე დაახლოებით 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page