top of page

ჯინჯერის საშობაო ორცხობილები


ვაგრძელებთ საშობაო ტკბილეულის სერიას და დღეს ჯინჯერის უგემრიელეს ორცხობილებს გთავაზობთ.

მე გირჩევთ, პროცესში ბავშვები ჩართეთ- უზომოდ დიდ სიამოვნებას მიიღებენ. თან არ არის აუცელებელი ორცხობილები უშუალოდ ღესასწაულის წინ მოამზადოთ. შეგიძლიათ შობამდე რამოდენიმე დღით, თუნაც კვირით ადრეს გამოაცხოთ და კარგად მოხუფულ რკინის ან შუშის კოლოფებში შეინახოთ.

მაშ ასე, დაგვჭირდება:

250 გ ფქვილი

1 კვერცხი

150 გ შაქარი

100 გ კარაქი

2 ს.კ. თაფლი

სოდა

ვანილი

0,5 ჩ.კ. დაფქული ჯინჯერი

1 ჩ.კ. დარიჩინი

1 ჩ.კ. კარდამონი

0,5 ჩ.კ. დაფქული მიხაკი

მწიკვი მარილი

ჯამში ერთად მოვათავსოთ ყველა სუნელი, სოდა და შევურიოთ ფქვილი.

ცალკე კარგად გათქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი, თაფლი (თუ თაფლი მკვრივია, ოდნავ შევათბოთ), შემდეგ ფქვილი სუნელებით და კარგად მოვურიოთ. ცომი გაყავისფრდება. ხელით ვზილოთ მანამდე, სანამ არ მივიღებთ მკვრივ მასას.

ამის შემდეგ, ცომს გადავაკრათ საკვები ცელოფანი და შევდოთ მაცივარში 2 საათით.

გაციებული ცომი კარგად გაბრტყელდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ნაზია და მარტივად იხევა. ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ. შეგიძლიათ პირდაპირ სილიკონის ფორმაზე გააბრტყელოთ, გამოჭრათ და ზედმეტი ცომი მოაშროთ. ამ ზედმეტ ცომს ისევ გააბრტყელებთ.

გამოვაცხოთ სილიკონზე ან საცხობ ქაღალდზე 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი. ორცხობილები ძალიან მალე ცხვება.

ორცხობილები გამკვრივდება რამოდენიმე დღეში და გაცილებით გემრიელი და ხრაშუნა გახდება.

გაგრილებული ორცხობილები შეგიძლიათ მორთოთ თეთრი ან ფერადი მინანქრით, ნუშით და სხვა თხილეულით და ა.შ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ორცხობილები კარგად ინახება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page