top of page

ღორის ხორცი შტროშის სოუსით


დღეს ვაკეთებთ კიდე ერთ სადღესასწაულო კერძს, რომელიც თქვენ საშობაო სუფრაზე ნამდვილი ფავორიტი იქნება. გამოვაცხობთ ღორის ხორცს შტოშის (cranberries, клюква) სოუსით.

ღორის ხორცს, როგორც ცნობილია ერთნაირად უხდება ტკბილიც და მჟავეც. ჩვენ დღევანდელ კერძში ეს გემოები საოცრად იქნება დაბალანსებული, თან გამოვიყენებთ ისეთ სუნელებს და სანელებლებს, რომლებიც განსაკუთრებულად მოუხდება საშობაო განწყობას.

დაგვჭირდება:

2 კგ ღორის რბილი, უცხიმო ნაჭერი

250 მლ წითელი მშრალი ღვინო

2 ს.კ. თაფლი

0,5 ჩ.კ. დარიჩინი

მწიკვი როზმარინი ან ქონდარი (თქვენი გემოვნებით)

მარილი

შავი წიწაკა

1 ჩ.კ. ვარდისფერი წიწაკა

სოუსისთვის ცალკე:

100 მლ წითელი მშრალი ღვინო

500 გ შტოში (თუ ახალს ვერ იშოვით, გაყინული გამოიყენეთ, ყველა დიდ სუპერმარკეტში იყიდება)

5 ს.კ. შაქარი (უმჯობესია, ყავისფერი)

ღვინოში გავხსნათ თაფლი, დავუმატოთ დარიჩინი, როზამრინი, მარილი, წიწაკები. ჩავდოთ ამ მარინადში ხორცი და გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათი. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ, მთელი ღამე გააჩეროთ და მეორე დღეს გამოაცხოთ.

ამის შემდეგ, ხორცი მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე და შევდოთ 200-220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით. როგორც კი კანი შეიბრაწება, ტემპერატურას 160 გრადუსამდე ვუწევთ, ხორცს ვაფარებთ ფოლგას და ვაგრძელებთ მის გამოცხობას კიდე 2.30-3 საათი (დამოკიდებულია ნაჭერზე).

ჩვენ უკვერ არაერთხელ ავღნიშნეთ, ასე იმიტომ ვიქცევით, რომ მაღალ ტემპერატურაზე ხორცის ზედაპირი მოიბრაწოს, განიცადოს კარამელიზაცია. ასე ხორცის წვენი არ გამოვა გარეთ და ხორცი არ გამოშრება. შემდეგ დაბალ ტემპერატურაზე მიგვყავს საქმე ბოლომდე- ვაცხობთ მზადყოფნამდე და გამოგვდის უნაზესი, წვნიანი და ძალიან არომატული ხორცი.

მზადყოფნამდე 15-20 წუთით ადრე ისევ მოვხსნათ ფოლგა, მოვასხათ ხორცს გამოყოფილი სითხე და ასა დავასრულოთ ხორცის გამოცხობა.

შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან, ისევ გადავაფაროთ ფოლდა და მოვასვენოთ ასე 20-30 წუთი.

ამასობაში, მოვამზადოთ სოუსი: ხორცის შეწვის დროს გამოყოფილი წვენი დავუმატოთ ღვინოს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ მასას არ მოაკლდება მესამედი.

გარეცხილი და გარჩეული შტოში გავყოთ ორ ნაწილად. ერთი დავაბლენდეროთ შაქართან ერთად და დავუმატოთ ჩვენ ღვინის სოუსს. კარგად მოვურიოთ, შაქარი უნდა დადნეს. დავუმატოთ დანარჩენი მთელ-მთელი კენკრა, ერთხელ ამოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.

ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვასხათ ჩვენი სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page