top of page

ლობიანი


ბარბარობის დღესასწაული განსაკუთრებით მიყვარს. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კოპწია, ლამაზი და საყვარელი დიდი ბებია მყავდა და ბარბარობა მისი დღეა. თან წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველიც ყოფილა. ჰოდა ყველა ჩვენ პატარა თუ დიდ ბავშვს ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ და, ტრადიციისამებს, გემრიელ რეცეპტსაც გთავაზობთ.

დაგვჭირდება:

600-700 გ ფქვილი

3 ჩ.კ. საფუარი

300 მლ რძე

150 მლ წყალი

100 გ კარაქი

2 ს.კ. შაქარი

1 ჩ.კ. მარილი

შიგთავსისთის:

1 კგ ლობიო

2 დაფნის ფოთოლი

100 გ რაჭული ლორი (ცხიმიანი ნაწილი)

შავი წიწაკა

წითელი წიწაკა (თუ ცხარე გიყვართ)

მარილი

ფქვილს დავუმატოთ საფუარი და მოვურიოთ. თბილ რძეში გავხსნათ წყალი, დავუმატოთ შაქარი, მარილი და კარაქი. ჩავასხათ რძე ფქვილში და მოვზილოთ ცომი. კარგად ჩავზილოთ, ხელს აღარ უნა ეკრობოდეს. გადავაკრათ პლასტიკი და დავდოთ თბილ ადგილას ამოსაფუებლდ.

ამასობაში, ლობიო გავარჩიოთ, მოვხარშოთ. ხარშვის დროს ორჯერ გამოვიცვალოთ წყლი. ბოლო სუფთა წყალს ჩავამატოთ დაფნის ფოთოლი და ლორი. მოხარშული ლობიო გადავწუროთ, მოვაშოროთ დაფნა, კარგად დავტკეპნოთ ლორთან ერთად და შვანელოთ მარილით და წიწაკით.

1-2 საათში ცომი კიდე ერთხელ ჩავზილოთ და ისევ გავაჩეროთ 1 საათით. შემდეგ გავანაწილოთ 4 -6 თანაბარ ნაწილად, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ლობიოს გუნდები და შვახვიოთ ლობიანები.

გამოვაცხოთ სქელძირიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. გამომცხვარ ლობიანებს გადავუსვათ ცოტაოდენი კარაქი.

გემრიელად მიირთვით და ბედნიერება დაგბედებოდეთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page