ნიგვზის პურები
პურები ნიგვზის გულსართით -ჩემი ერთი-ერთი საყვარელი და ძლაინ გემრიელი რეცეპტია. ასეთი პურები ძველად მიღებული იყო ბარბარობაზე.
დაგვჭირდება:
600-700 გ ფქვილი
2 ს.კ. საფუარი
150 მლ რძე
150 მლ წყალი
50 გ კარაქი
1 ს.კ. შაქარი
1ჩ.კ. მარილი
შიგთავსისთვის:
200 გ ნიგოზი
50გ კარაქი
0,5 ჩ.კ. მარილი
ფქვილი და საფუარი კარგად ავურიოთ. თბილ წყალში გავხსნათ რძე, შაქარი და კარაქი, შემდეგ ჩავასხათ ეს ნაზავი ფქვილში და მოვზილოთ ცომი. გადავდოთ ცომი 1-2 საათით თბილ ადგილას ამოსაფუებლად. შემდეგ კიდე ერთხელ ჩავზილოთ და მოვასვენოთ კიდე 1 საათი.
ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ მარილი და დარბილებული კარაქი.
ცომისგან გამოვძერწოთ პატარა გუნდები, გავაბრტყელოთ, მოვათვასოთ ნიგვზის შიგთავსი და შევკრათ. გამოვაცხოთ პატარა ფუნთუშები სქელძირიან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე. ფუნთუშები კარგად ამოვა და ცხობის დროს რამოდენიმეჯერ ამოვაბრუნოთ.
გემრიელად მიირთვით!