ღორის მედალიონები მანდარინის სოუსით
კიდე ერთი საოცრად გემრიელი ღორის ხორცის კერძი, რომლითაც თქვენ სტუმრებს გააოცებთ.
დაგვჭირდება:
1 კილომდე ღორის მედალიონები (6-8 ცალი)
0,5 კგ მარგალიტა-ხახვი (მომცრო ზომის თეთრი ხახვი)
8-10 მანდარინი
50 მლ კონიაკი
30 მლ მშრალი თეთრი ღვინო
1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
100 გ კარაქი
0,5 ჩ.კ. სახამებელი
მარილი
შავი წიწაკა
ხახვი გავფცქვნათ და მთელ-მთელები მვთუშოტ ნახევარ ულუფა კარაქში. დავუმატოთ შაქარი, მარილი და ნელ-ნელა ჩავასხათ 150 მლ მდუღარე წყალი. წყალმა უნდა დაფაროს ხახვი და სოუსი ცოტა უნდა გასქელდეს. გადმოვდგათ ცეცხლიან.
მედალიონები შევწვათ დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან დარჩენილ კარაქში და გადავდოთ. იგივე ტაფაში ჩავსხათ კონიაკი, შევათბოთ და გავუკეთოთ ფლამბირება. ცეცხლი რომ ჩაქვრება, დავუმატოთ ღვინოში გახსნილი სახამებელი, ნახევარი მანდარინების წვენი და შევათბით დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ. სოუსი რომ გასქელდება, ჩავდოთ კანგაცლილი მანდარინის ნაჭრები, ერთხელ ამოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
მეალიონებს გვერდზე მივუწყოთ კარამელიზებული ხახვი, მანდარინი და მოვასხათ ჩვენი სოუსი. ზევიან ოდნავ ცედრა მოვაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!