top of page

კრევეტის სალათი გრაიფრუტით

ამ დღეებში მოვამზადეთ ტკბილეული და ღორის ხორცი. დღეს კი ამ ყველაფერს ცოტა გავანეიტრალოთ ჯანსაღი და საოცრად გემრიელი სალათით, რომელიც ასევე ძალიან კარი არჩევანია სადღესასწაულო სუფრისთვის. მით უმეტეს, თუ ტრადიციული "ოლივეიე" და "შუბას" მომზადება მოგბეზრდათ და რამე ახალ და საინტერესო გემოს ეძებთ.

მაშ ასე, დაგვჭრდება:

12-15 ცალი კრევეტი

ერთი კონა სალათების მიქსი (აისბერგი, ფრიზე, რუკოლა... ნებისმიერი, თქვენი გემოვნებით)

2 ვარდისფერი მწიფე გრაიფრუტი

1 ავოკადო

1 ლიმონი

1-2 კბილი ნიორი

3 ღერი კამა ან ქინძი, თქვენი გემოვნებით

100 გ ნიგოზი ან ნუში(იდეალური იქნებოდა გირჩის თესლი)

5-6 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. თაფლი

მარილი

ვარდისფერი წიწაკა

სქელძირიან ტაფაზე გავახუროთ ზეითუნის ზეთი, დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი და ამ ნივრიან ზეთში შევწვათ კრევეტები დაახლოებით 2 წუთი ორივე მხროდან.

სალათის ფურცლები კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და დავანაწევროთ.

ავიკადო დავჭრათ და მოვასხათ ნახევარი ლიმნის წვენი. ასე ავოკაო არ შეიცვლის ფერს.

ერთი გრეიფრუტი გავფცქვნათ და დავჭრათ, მეორედან გამოვწუროთ წვენი.

კამა წვრილად დავჭრათ.

გერიფრუტის წვენი, დარჩენილი ლიმნის წვენი, თაფლი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, კამა, მარილი და წიწაკა კარგად მოვურიოთ.

კრევეტები ჩავდოთ ამ სოუსში და დავტოვოთ ასე 10-15 წუთი.

ნუში ან ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ.

სალათის მიქსს დავადოთ კრევეტები, ავოკადო, გრეიფრუტი. მოვასხათ დრესინგი და მოვაყაროთ ნუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page