top of page

ლაიმის ორცხობილები

კიდე ერთი მშვენიერი რეცეპტი თქვენთვის და თქვენი პატარებისთის.

დაგვჭირდება:

1 კვერცხის გული

50 გ შაქარი (უმჯობესია ყავისფერი)

100 გ კარაქი

მწიკვი მარილი

1 ლაიმი

ვანილი

150-200 გ ფქვილი

ცალკე მინანქრისთვის:

100 გ შაქრის პუდრა

1 ჩ.კ. არაყი

1 ჩ.კ. ლაიმის წვენი

ლაიმი კარგად გავრეცხოთ, მოვაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.

ფქვილს დავუმატოთ მარილი,შაქარი, ცედრა (ცოტა გადავინახოთ მოსართავად). მოვურიოთ. ჩავჭრათ ცივი კარაქი და ავფშვანთ ცომი. შემდეგ დავუმატოთ ლაიმის წვენი და კვერცხის გული. მოვზილოთ ელასტიური ცომი.

ცომი გავახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.

ამის შემდგე, გავაბრტყელოთ ცომი დაახლოებით 0,5 სმ სისქემდე და გამოვჭრათ ორცხობილები.

გამოვაცხოთ ჩვენი ორცხობილები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით10 წუთი. გავაგრილოთ ორცხობილები და შემდეგ ავიღოთ საცხობი ფორმიდან.

შაქრის პუდრას დავუმატოთ 1 ჩ.კ. არაყი,თან სულ ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ლაიმის წვენი და კიდე ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

დავფაროთ მინანქრით გაციებული ორცხობილები, მოვაყაროთ დარჩენილი ცედრა და ვაცადოთ, რომ გაშრეს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page