პანფორტე-იტალიური საშობაო დესერტი
ტრადიციული იტალიური დესერტი- პანფორტე, რომელსაც საშობაოდ ამზადებენ და ჩუქნიან ერთმანეთს, ჩვენი გიზინაყის შორეული ნათესავია. ძალიან გემრიელი და ნოყიერია, კარგად ინახება. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და შემდეგ საშობაოდ მიირთათ. რაც მთავარია, არ არსებობს ზუსტი რეცეპტი და ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ. ჩვენ გთავაზობთ ჩვენ ფავირიტ რეცეტს:
დაგვჭირდება:
200 გ თხილი
200 გ ნუში
200 გ ციტრუსების ცუკატების მიქსი
200 გ კურაგა
200 გ ფქვილი
1 ჩ.კ. დარიჩინი
დანის წვერზე მუსკატი
დანის წვერზე ჯინჯერი
200 გ თაფლი
1 ს.კ. წყალი
80 გ შაქარი
100 გ შავი შოკოლადი
თაფლი, წყალი და შაქარი ერთად მივიყვანოთ დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე, თან ვურიოთ. დაახლოებით 2 წუთი ვადუღით და დავუმატოთ შოკოლადი. როცა გადნება, გამოვრთოთ ქურა.
ცალკე ერთმანეთს შევურიოთ ცუკატები, დაჭრილი კურაგა, თხილეული, ფქვილი, სანელებლები. მოვასხათ ამას თბილი სიროპი და მოვზილოთ ხელით, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
მრგვალ საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და სველი ხელით დავტკეპოთ მასა. ზევიდანაც დავაფაროთ საცხობი ქაღალდი და შევდოთ 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთით.
გამზადებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და შევინახოთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!