top of page

საშობაო ინდაური ფარშირებულ ვაშლთან ერთად

რეცეპტი ინსპირირებულია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მზარეულის, გორდონ რამზის მიერ. ორიგინალში კერძი ბატისგან მზადდება, ასე რომ, თქვენც შეგიძლიათ შეცვალოთ ფრინველი თვენი სურვილისამებრ. კარგი იქნება ინდაური, ბატი, იხვი ან თუნდაც ქათამი.

დაგვჭირება:

2,5 კგ ინდაური

700-800 გ კარტოფილი

1-2 ღერი პრასი

5 კბილი ნიორი

0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა

პატარა კონა ოხრახუში

2 ლიმნის ცედრა

100 გ კარაქი

მარილი

შავი წიწაკა

ცალკე:

6-8 ვაშლი

3 ჩ.კ. შაქარი (უმჯობესია ყავისფერი)

100 მლ გრენადინი (ხილის სიროპი) ​

კარტოფილი მოვხარშოთ, პრასი დავჭრათ და მოვთუშოთ ნახევარ ულუფა კარაქთან ერთად. დავუმატოთ ბეგქონდარა, დაჭყლეტილი ნიორი და 1 წუთში გამოვრთოთ ქურა.

კარტოფილი დავსრისოთ, დავუმატოთ პრასი, ლიმნის ცედრა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და წიწაკა.

გასუფთავებული ინდაური გამოვტენოთ კარტოფილით, დავამაგროთ ხის ჩხირებით, ფეხები შევუკრათ ძაფით. ზევიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, გადავუსვათ კარაქი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს 180 გრადუსამდე და ვაცხოთ კიდე დაახლოებით 2-2,5 საათი. პერიოდულად უნდა გადავუსვათ კარაქი ან გამოყოფილი ცხიმი, რომ არ გამოშრეს.

გამზადებული ინდაური დავასვენოთ დაახლოებით 20 წუთი.

ამასობაში, ვაშლს კარგად ამოვაცალოთ გული, უნდა დარჩეს საკმარისი აგილი შიგთავსისთვის. შტოში და სიროპი ავურიოთ ერთმანეთს. ამოვტენოთ ვაშლი შტოშით, დავადოთ პატარა ნაჭერი კარაქი, მოვაყაროთ შაქარი, დავაფაროთ საკუთარი თავსახური ან ფოლგა და შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთით.

ინდაური დაგავდოთ ლამაზ, შემთბარ თეფშზე და მივულაგოთ ფარშირებული ვაშლები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page