top of page

გამომცხვარი ღორის ხორცი გლაზირებულ ბოსტნეულთან ერთად


ვაგრძელებთ ჩვენ საშობაო სერიას და დღეს საღამოს საოცრად გემრიელი კერძს ვამზადებთ.

დაგფვჭირდება:

3-3,5 კგ ღოროს ხორცის ჩალაღაჯი

2 დაფნის ფოთოლი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

რამოდნიმე ღერი ოხრახუში

რამოდენიმე ღერი ან 0,5 ჩ.კ. ბეგქონარა

0,5 კგ პატარა მარგალიტა ხახვი

0,5 კგ პატარა სტაფილოები (თუ ვერ იშოვეთ, დიდი ზომის სტაფილო დაჭეროთ მსხვლად)

2 ს.კ. გარგარის ჯემი

50 გ კარაქი

მარილი

წიწაკა

ღორის ხორცი კარგად გავრეცხოთ და წავუსვათ მარილი და წიწაკა და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, შემდეგ კი ცეცხლს დავუწიოთ 170-180 გრადუსამდე ხორცს ზევიდან გადავაფაროთ ფოლგა ისე, რომ არ ეხებოდეს და გავაგრძელოთ გამოცხობა კიდე 2, 5 საათი (ან მეტი,დამოკიდებულია ხორცზე).

სტაფილო და ხახვი გავფცქვნათ, თუ მოზრდილი ზომისაა, გავჭრათ ორად ან ოთხად და მოვწვათ ტაფაზე ერთი 5 წუთის განმავლობაში (ტაფას ჯერ დავასხათ ზეთი, შემდეგ დავუმატოთ კარაქი).

გამომცხვარ ხორცს მოვაშოროთ ფოლგა, გადავუსვათ გარგარის ჯემი, დავდოთ იქვე დაფნის ფოთლები და მოხალული ბოსტნეული. ამის შემდეგ შევდოთ ღუმელში კიდე 15 -20 წუთით.

გამზადებული კერძი დავასვენოთ 15 წუთი და შემდეგ დავჭრათ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page