ქათმის სალათი ყურძნით
კიდე ერთი ძალიან გემრიელი სადღესასწაულო სალათი.
დაგვჭირდება:
500 გ წითელი და თეთრი ყურძენი (ამოირჩიეთ მსხვილი, სადესერტო, უკურკო ჯიში)
250 გ ქათმის ფილე
2 ღერი ნიახური
პატარა კონა რუკოლა
50 გ ნიგოზი
1 ავოკადო
1 ფორთოხალი
5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
2 ს.კ. ვაშლის ძმარი
მარილი
შავი წიწაკა
მოვამზადოთ დრესინგი:
ფორთოხლის წვენი და ცედრა, მარილი, წიწაკა, 4 ს.კ.ზეითუნის ზეთი და ვაშლის ძმარი კარგად შევურიოთ ერთმანეთს.
ტაფაზე მოვასხათ 1 კოვზი ზეთი, დავუმატოთ კარაქი. ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევბრაწოთ ორივე მხრიდან. რომ შეგრილდება, დავჭრათ. შემდეგ მოვასხათ ნახევარი დრესინგი და გადავდოთ.
ამასობაში, ყურძნის ლებნები გავჭრათ შუაზე, ნიგოზი მსხვილად დავამტვრიოთ და ოდნავ მოვხალოთ. ნიახურის ძირები თხლად დავჭრათ. ავოკადოც დავჭრათ შედარებით მომცხრო ნაჭრებად. ყველაფერი ერტად შევურიოთ და დავუმატოთ რუკოლა. შემდეგ დავუმატოთ ქათმის ფილე და მოვასხათ დარჩენილი დრესინგი.
გემრიელად მიირთვით!