top of page

გამომცხვარი იხვი კომშით და კენკრით


ამ საოცარი საშობაო კერძისთვის ასევე გამოდგება ინდაური ან სხვა ფრინველი.

დაგვჭირდება:

2-3 კგ იხვი

4 კომში

400-500 გ გაყინული შტოში

10 ლებანი ნიორი

500 მლ მშრალი წითელი ღვინო

150 გ თაფლი

მარილი

შავი წიწაკა

კომში გავჭრათ 6 ნაწილად, ამოვაჭრათ გული.

იხვს კარგად წავუსვათ მარილი და წიწაკა, შიგნით გამოვტენოთ 2 კომშით და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს 180 გრადუსამდე, დავასხათ ღვინო, მივულაგოთ ნივრის ლებნები და გავაგრძელოთ გამოცხობა კიდე დაახლოებით 2 საათი. პერიოდულად მოვასხათ ხოლმე გამოყოფილი ცხიმი.

ცალკე ტაფაზე შევათბოთ თაფლი, ჩავდოთ თაფლში შტოში, ცოტა დავჭყლიტოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

2 საათის შემდეგ, მოვასხათ კენკრას თაფლიანი სოუსი ჩვენ იხვს, მივულაგოთ დანარჩენი კომში და გავაგრძელოთ კიდე 1 საათი მისი ცხობა.

გამზაებული იხვი გადავდოთ შემთბარ თეფშზე, გადავაფაროთ ფოლგა და დავასვენოთ 15 წუთი. იქვე დავალაგოთ კომში, ზევიდან კი და მოვასხათ კენკრის სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page