საშობაო ტირამისუ
რა მოუხდება ამაღლებულ საშობაო განწყობას არაჩვეულებრივ ტირამისუზე მეტად?
დაგვჭირდება:
500 გ მასკარპონე
200 გ სავოიარდი (ორცხობილა-ბისკვიტები)
150 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
100 გ მუქი შოკოლადი
50 მლ რძე
100 გ გაყინული კენკრა (მარწყვი, ჟოლო, ან ალუბალი)
6 ს.კ. მარსალა
200 გ შაქარი
5 ს.კ. ყავა
3 ს.კ. კონიაკი
ნაღები ავთქვიფოთ, მასკარპონეს შევურიოთ მარსალა და 50 გ შაქარი. შემდეგ დავუმატოთ ათქვეფილ ნაღებს.
მოვხარშოთ 2 ფინჯანი მაგარი გაფილტრული ყავა, დავუმატოთ კონიაკი და დარჩენილი შაქარი.
ოთხკუთხედ კექსის ფორმაში ჩავაფინოთ პლასტიკი ისე, რომ კიდეებზეც გადმოვიდეს. ორცხობილები სათითაოდ ჩავყოთ ყავაში, გავჟღინთოთ და ჩავალაგოთ ფორმაში ისე, რომ ფსკერი დაფარონ. შემდეგ შევავსოთ ეს ფორმა ნახევარი მასკარპონეთი, ზევიდან გავანაწილოთ გაყინული ხილი, შემდეგ მეორე ნახევარი მასკარპონე, ისევ კავით გაჟღინთული ორცხობილები. ოდნავ მივტკეპნოთ და კარად დავაფაროთ პლასტიკი.
შევდოთ ჩვენი ტირამისუ საყინულეში მინიმუმ 3-4 საათით.
გაინული დესერტი გადავდოთ თეფშზე და გრთხილად მოვხსნათ პლასტიკი.
შოკოლადი და რძე გავათბოთ დაბალ ცეცხლზე და მოვახათ ეს განაში ჩვენ ტირამისუს. ზევიდან მოვრთოთ ხილით.
შევინახოთ კიდე დაახლოებით 1 საათით მაცივარში.